Author Archive for Luka

19
Dec
09

კლიპი ვჭამოთ?–ანუ ღამე შორენასთან

სარდაფის დედოფლის გადაცემა ჩავარდა,გადაცემას უდაოდ საინტერესო და სექსუალური წამყვანი ყავს–შორენა ბეგაშვილი,გადაცემის საინტერესოობაზე კი რა მოგახსენოთ მეგონა ტოპ 10 სიმღერას ვუსმენდი(ანდა შესანიშნავი 7–ეული აჭარის ტელევიზიაზე რომ გადიოდა)გადაცემა იყო ერთი დიდი “ლეღვი”–უაზრო,უშინაარსო კლიპებით გატენილი.რეკლამა როდესაც გავიდა მეგონა რომ ”Секс с Анфисой Чеховой” –ს ანალოგი იქნებოდა ქართულად.გადაცემაში ერთი ძირითადი თემაც კი არ იყო.გადაღებაც არ მომეწონა შორენას ახალ “დაფრენჩილი :))”(French Maniquire) ფრჩხილების გამოჩენას ჯობდა უფრო საინტერესო ნაწილები ეჩვენებინათ რათა მაყურებელს ჰქონოდა სტიმული მომავალი გადაცემის ყურებისა.პ.ს.შორენა მხოლოდ გარეგნობაა სამწუხაროდ,ისე კი ყველანაირად 0.ჯერ მარტო რამხელა ნიჭი იღვრებოდა მაშინ როდესაც მან დამარცვლით გამოთქვა სიტყვა ს–ე–ქ–ს–ი :)))

Advertisements
19
Dec
09

ქალღმერთი უმანკო სექსუალურობით

ბავშვობის მომენტები: მას ძალიან არეული და უსიყვარულო ბავშვობა ჰქონდა და ყველაფერთან ერთად 2 წელი ობოლთათავშესაფარშიც გაატარა. როცა ნორმა 7 წლის იყო დედამისს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნორმას უწევდა სხვადასხვა აღმზრდელ ოჯახებთან და ლოს-ანჟელესის ობოლოთა თავშესაფარში ყოფნა.

პირველი ქორწინება: როცა ის 16 წლის იყო, ნორმას აღმზრდელმა ოჯახმა გადასვლა გადაწყვიტა აღმოსავლეთ სანაპიროზე, თუმცა არ ჰქონდათ გოგონას თან წაყვანის საშუალება. ნორმას ორი არჩევანი ჰქონდა: ან ობოლთა თავშესაფარში დაბრუნდება ან გათხოვება. 1942 წლის 19 ივნისს, ის ცოლად გაჰყვა 21 წლის ჯეიმს დოგარტს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ხვდებოდა. “ის იყო საყვარელი, გულუხვი და რელიგიური გოგონა”, ამბობდა ჯეიმსი, “უყვარდა როცა გულში იკრავდნენ”.

ყველა გადმოცემის თანახმად, ნორმას უყვარდა ჯეიმსი და ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ; ეს იქამდე, სანამ ჯეიმსი საზღვაო სავაჭრო სამსახურში შევიდოდა და ავსტრალიისკენ მოუწევდა გაცურვა 1944 წელს.

ფოტო-კამერებმა მონრო იპოვეს: ჯეიმსის წასვლის შემდეგ ნორმამ მუშაობა დაიწყო Radio Plane Munitions-ში, კალიფორნიაში.

ფოტოგრაფი, დევიდ კონოვერი ხშირად მიდიოდა იმ ქარხანაში; ჟურნალ “იანკი”-სთვის იმ ქალების ფოტოებს იღებდა ვისაც ომში წასულებისთვის რაიმე კონტრიბუცია შეჰქონდათ. დევიდმა ნორმა რომ დაინახა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. ჩათვალა რომ ძალიან გაუმართლა; ნორმა “ფოტოგრაფის ოცნება იყო”. მან მაშინვე გადაიღო რამდენიმე სურათი და სამოდელო სააგენტოებში გააგზავნა.

ფოტო-კამერებმა ნორმა შეიყვარეს, და უკვე 2 წელში, ის სერიოზული მოდელის რეპუტაციით სარგებლობდა და უამრავი ცნობილი ჟურნალის პირველ გვერდს ამშვენებდა.

განათლება: ნორმამ ლეგენდარული მსახიობების ჟანა ჰარლოუს და ლანა ტერნერის ცხოვრების შესწავლა დაიწყო და თეატრალურის კურსებზე შევიდა; მის ოცნებაში კინო-ვარსკვლავის იდეა გაჩნდა.

არჩევანი – კარიერა:მერლინ მონროს დაბადება 1946 წელს ჯეიმსი დაბრუნდა სახლში. და, ნორმა ისევ არჩევანის წინაშე დადგა: ან კარიერა ან თავისი ქორწინება.

ნორმა 1946 წლის ივნისში გაეყარა ჯეიმსს და ამავე წლის 26 აგვისტოს Twentieth Century Fox-თან გააფორმა თავისი პირველი კონტრაკტი, რომლის თანახმადაც კვირაში $125 გამოიმუშავებდა.

მსახიობმა ბენ ლიონმა ნორმას სახელის შეცლვა ურჩია როგორც დამწყებ მსახიობს. ყოფილმა მისის დოგერტიმ თმები შეიღება, ბებიისგან გვარი ითხოვა და დაირქვა “მერლინ მონრო”.

კინო-ვარსკვლავის გზაზე: პირველი, ნაწილობრივი როლი “The Shocking Miss Pilgrim”–ში შეასრულა. 1950 წლამდე ის სხვადასხა პერსონაჟების როლს ასრულებდა.

მონრომ მაყურებელზე პირველი გავლენა ჯონ ჰიუსტონის ტრილერში “The Asphalt Jungle”-ში თამაშით მოახდინა. მომდევნო წელს, კლაუდია კასველის როლის შესრულებამ “Aლლ Aბოუტ Eვე”-ში შემდგომი დიდება მოუტანა. იქიდან მოყოლებული მონრო აქტიურად ჩნდებოდა ეკრანზე ითამაშა რა შემდგომ ფილმებში: “მოდით, ეს ლეგალური გავხადოთ”, “ისე ახალგაზრდა, როგორვ გრძნობ თავს”, “მაიმუნის ბიზნესი”, და “დაკაკუნებაზე ნუ შეწუხდებით” (“Let’s Make It Legal”,” As Young As You Feel”,” Monkey Business” და “Don’t Bother to Knock”.)

ითვლება, რომ კინო-ვარსკვალის სტატუსი მერლინ მონრომ 1953 წელს მოიპოვა, ფილმში “ნიაგარა” (Niagara), სადაც ახალგაზრდა ლამაზი მეუღლის – როზა ლუმისის როლს ასრულებს, რომელიც თავისი მოხუცი, ეჭვიანი ქმრის სიკვდილს გეგმავს.

ყველასთვის ცნობილ ფილმებში: მერლინ მონრომ “ნიაგარა”-თი მიღებული წარმატებით გააგრძელა კინო-ვარსკვლავის გზა და ითამაშა ყველასთვის ცნობილ ფილმებში: “ჯენტლმენებს ქერათმიანები ურჩევნიათ” & “როგორ გაჰყვე ცოლად მილიონერს” Gentlemen Prefer Blondes & How to Marry a Millionaire)

ბეიზბოლის ვარსკვლავთან ერთად: 1954 წლის 14 იანვარს მერლინ მონრო ცოლად გაჰყვა ბეიზბოლის სუპერვარსკვლავ ჯო დიმაგიოს. საქორწინო ცერემონია სან ფარნცისკოს სითი ჰოლში შედგა.

როცა პირველადი მათ ურთიერთობაზე სიტყვა გავარდა პრესაში, მერლინმა თქვა: “დარწმუნებული არ ვარ თუ უკვე მიყვარს, მაგრამ ის ყველაზე მეტად მომწონს ვიდრე სხავ ნებისმიერი კაცი, რომელსაც შევხვედრილვარ”.

წყვილმა თაფლობის თვე ტოკიოში მოიწყო. იქ განლაგებული ჯარისთვის მონრომ პერფომანსი მოაწყო და ლამის ბუნტი დაიწყო. ჯო დიმაგიო სრულიად არაკომფორტულად გრძნობდა თავს, როცა ათასობით კაცი გაშმაგებით მისჩერებოდა მის ცოლს.

სამწუხაროდ, მერლინის დიდება და სექსუალური იმიჯი დაბრკოლებად გადაიქცა წყვილისთვის. 9 თვის თავზე, 1954 წლის 27 ოქტომბერს, მერლინი და ჯო გაიყარნენ. მათ ამ განცალკევებას “კარიერის კონფლიქტი” უწოდეს და მეგობრებად დარჩნენ.

Marilyn Monroe Productions: მონრო 1955 წელს ნიუ იორკ სიტიში გადავიდა და ლეე სტარსბერგის მსახიობთა სტუდიოში გააგგრძელა სწავლა. მას აღარ აკმაყოფილებდა უბარლოდ ქერათმიანი ვარსკვკავის ტიტული. 1956 წლეს მორნომ თავად დაარსა “Marilyn Monroe Productions”. კომპანიამ მალევე გამოუშვა ფილმები: “ავტობუსუს გაჩერება” და “პრინცი და შოუ-გოგო” (“Bus Stop” და “The prince and the showgirl”). ამ ორმა ფილმა მერლინს გზა გაუხსნა სრულიად გამოევლინა თავისი მრავალფეროვანი ტალანტი.

შემდგომ. მერლინმა უკვე აღიარება მიიღო 1959 წლის კომედიაში “ზოგს მოსწონს ცხელი” (Some Like It Hot), რომელში თამაშისთვისაც მან ოქროს გლობუსი მიიღო როგორც საუკეთესო მსახიობმა კომედიაში.

მისი ბოლო ფილმი: 1956 წლის 29 ივნისს მონრო სცენარისტ არტურ მილერს მიჰვება ცოლად.

მათი ქორწინების პერდიოდში არტურმა შექმნა ფილმი “ცუდად მორგებულნი” (“The Misfits”), რომელიც გახდა მერლინ მორნოს ბოლო ფილმი, რომელშიც სრულად ითამაშა.

სამწუხაროდ, მერლინის და არტურის ქორწინება მალევე, 1961 წლის 20 იანვარს დასრულდა.

მსოფლიოს ფავორიტი: 1962 წლის ოქროს გლბუსის ცერემონიაზე, მერლინ მონროს მსოფლიოს საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადასცეს.

როცა მთელი სამყარო გაჩერდა:

1962 წელს განვითარებულმა მოვლენებმა შოკში დატოვა მთელი მსოფლიო.

მერლინი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, ბრენტვუდში, კალიფორნიაში. 5 აგვისტოს განთიადზე ის ძილში გარდაცვილი იპოვეს; მას გვერდით საძილე აბების ცარიელი ბოთლი ჰქონდა.

ყველას გაუჭირდა მომხდარის დაჯერება, რომ მისი მხურვალე სული და სილამაზე წავიდა.

8 აგვისტოს მერლინ მონრო მოგონებათა კორიდორს მიაბარეს, ვესტვუდის მემორიალის პარკის #24-ში, ლოს-ანჟელესში.

ტრივია:

ელტონ ჯონმა სიმღერა “სანთელი ქარში” (Candle In The Light) მერლინ მონროს საპატივსაცემოდ ჩაწერა.

მან სახელი “მერლინ მონრო” 1946 წელს დაირქვა, თუმცა ოფიციალურად ძველი სახელი კიდევ 10 წელი ჰქონდა, სანამ, 1956 წელს, დოკუმენტებშიც “მერლინ მონრო” არ ჩაწერა.




September 2017
M T W T F S S
« Dec    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  

Months